Georgian National Museum. Mose Toidze House Museum | Дом-музей Мосе Тоидзе| თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

მისამართი:მ. ლაღიძის ქ. 1
ტელეფონი:299 01 89
ვიზიტის დრო:11.00 - 16.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1968 წელი

 

სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1968 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მხატვრის ბინაში, უშუალო მემკვიდრეთა კოლექციების ბაზაზე. 1971 წლამდე მუზეუმი იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც დამოუკიდებელი ფილიალი. შემდგომ სახლ-მუზეუმი ხდება ხელოვნების მუზეუმის ფილიალი, ხოლო 2005 წლიდან-მუზეუმი ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადადის.

ფონდის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მოსე თოიძის ფერწერა და გრაფიკა, რომელიც მდიდარია, როგორც ჟანრების, ასევე მხატვრული ამოცანების და გამომსახველობითი ხერხების მრავალგვარობით და მრავალფეროვნებით. მაღალი ოსტატობით შესრულებული მრავალი სურათი წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედებითი გზის პერიოდებს და ძირითად ეტაპებს. სახლ-მუზეუმში ინახება და გამოფენილია სხვა მხატვრების ნამუშევრებიც: ირაკლი და გიორგი თოიძეების ფერწერა და გრაფიკა; ი. ნიკოლაძის და კ. მერაბიშვილის სკულპტურული ნამუშევრები; ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, რ. გველესიანის, კ. სანაძის, რ. გრიგორიანის, ვ. კროტკოვის, კიბრიკის, ა.სუდინას, ფოგელის, მუსაევის და სხვათა ნამუშევრები. მუზეუმშია მოსე თოიძის მემორიალური ავეჯი, ეთნოგრაფიული მასალა, ფაიფურის ნაკეთობანი და სხვა.

მუზეუმში დაცულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის ამსახველი მდიდარი საარქივო მასალა - 1890 წლებიდან თანამედროვე პუბლიკაციების ჩათვლით; მოსე თოიძის პირადი წერილები, მოგონებები, პუბლიკაციები, აკადემიაში მოღვაწე მხატვრების, მოსე თოიძის სახალხო სტუდიის მოწაფეების, მწერლების, თეატრისა და კინოს მოღვაწეების პორტრეტები და ფოტოები, მათი წერილები და მოგონებები მოსე თოიძეზე, მოსეს დედის ნათესავებზე ბაადურ თურქესტანიშვილზე (ვახტანგ მე-6-ის მრჩეველი) და ბარბარე თურქესტანიშვილზე (იმპერატრიცა მარიას ფროელინა), ნაბახტევის და სხვა ექსპედიციების უნიკალური ფოტოები, მოსე თოიძის მდიდარი ბიბლიოთეკა.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები