მუცო მდ. არდოტის ხეობის შუა წელზე მდებარე პირიქითა ხევსურეთის უძველესი ციხე-სოფელია. არსებობა შეწყვიტა XIX ს. 20-იან წწ-ში შამილის მოლაშქრეთა შემოსევის შემდგომ. სოფელი განლაგებულია სამ ტერასად, ნაგებია ფიქლით. ტერასის შუა ნაწილში მდებარეობს სოფლის საჯინიბო-ბროლის-კალო. ციხე-სახლები 4-6-სართულიანია. I სართულზე ბოსელია, II - საცხვარე, III და IV სართულები საცხოვრებელია. ზედა სართულებს იყენებდნენ საკუჭნაოს და საწყობის ფუნქციით.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი