Mtskheta-Mtianeti | Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთი
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთი


სამთავრო

 

სამთავრო ქალაქ მცხეთის ცენტრში მდებარე XI ს-ის კომპლექსია. იგი შედგება: დიდი საეპისკოპოსო ტაძრის, წმ. ნინოს ეკლესიის, სამრეკლოს, გალავნის, კოშკის და მოგვიანებით აგებული საცხოვრებელი თუ სასამსახურო შენობებისგან.

დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენებით. ტაძრის მხატვრობა XVII ს. მიეკუთვნება.

წმინდა ნინოს ეკლესია მცირე ზომის გუმბათოვანი ნაგებობაა. დგას დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მირიამ მეფემ ააგო იმ მაყვლოვანის ადგილზე, სადაც თავდაპირველად დაესახლა წმინდა ნინო.

 

 

 

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია