Kintrishi National Park | Национальный парк Кинтриши
Slogan

ეროვნული პარკები


კინტრიშის ეროვნული პარკი

 

კინტრიშის ეროვნული პარკი მდებარეობს ბათუმიდან 55 კილომეტრში. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია. ნაკრძალის ძირითადი ტერიტორია ტყით არის დაფარული, აქვე ჩამოედინება მდინარეები კინტრიში და სეკნარა. დაცული ტერიტორია კოლხური მცენარეულობის არნახული სიმრავლითაა ცნობილი. ტყეებში დაკავებული ფართობით წიფლნარები, წაბლნარები და რცხილნარები გამოირჩევა. რელიექტებიდან აღსანიშნავია პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერის შქერი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა, ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი და სხვ. ტყეებში განვითარებულია მძლავრი ქვეტყე, სადაც დომინირებს რამდენიმე ტიპის ლიანა, კოლხური ბზა, ჭყორი და წყავი.

დაცული ტერიტორიის ფაუნა მდიდარია ფრინველებით, ძუძუმწოვრებით, თევზით, ქვეწარმავლებით და სხვ. მტაცებლებიდან გვხვდება დათვი, მგელი, ფოცხვერი, მელა, ჩია არწივი, ქორი, მიმინო, ზარნაშო, წყრომი, ჭოტი და სხვ.