ბარაკონი გვიანი შუა საუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ძეგლია რაჭაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნესთან. რაჭის ერისთავ როსტომის ბრძანებით, 1753 წელს ააგო ავტანდილ შულავრელმა. ტაძარი ნაშენია თლილი ქვით, მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის რესტავრაცია მოხდა 1991 წლის მიწისძვრით დაზიანების შემდგომ.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი