Shida Kartli | Шида-Картли | შიდა-ქართლი
Slogan

 

 

შიდა ქართლი


იკორთის ტაძარი

 

იკორთის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - აღმართულია სოფ. იკორთას (ცხინვალის რაიონი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია. ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში.