ქვათახევის მონასტერი, რომელიც თარიღდება XII-XIII საუკუნეებით, მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ კავთისხევიდან 5 კილომეტრის მანძილზე, მდინარე კავთურის სათავესთან. ანსამბლი საკმაოდ რთულია და მრავალფეროვანი. მასში გამოირჩევა გუმბათოვანი ტაძარი. სხვადასხვა დროის ნაგებობებიდან შეიძლება გამოიყოს გალავანი, კოშკი, სამრეკლო, სატრაპეზო და ბერების საცხოვრებელი სენაკები.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი