შიდა ქართლი
რკონის სამონასტრო კომპლექსი
რკონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქ. კასპიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ში, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას.
რკონის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, სამი მხრიდან გაჭრილი შესასვლელით, სადიაკვნეთი და სამკვეთლოთი (პასტოფორიუმი).
შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები