Shida Kartli | Шида-Картли | შიდა-ქართლი
Slogan

 

 

შიდა ქართლი


უფლისციხე

 

უფლისციხე მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქ. გორიდან 10 კმ-ზე. გამოკვეთილია კვერნაძის ქედის სამხრეთ ფერდობზე, 10 ჰა ფართობზე. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. ქალაქს აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა. ამჟამად ციხე-ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია.

ძვ. წ. X-VI სს-ში უფლისციხე შიდა ქართლში გაბატონებული თემის ბელადის (უფლის) ციხეა. სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე - "უფლის", "ბატონის" ციხე-ქალაქი.