Samtskhe-Javakheti | Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთი
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთი


ტიმოთესუბნის მონასტერი

 

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აგებულ იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ-ერისთავ ახალციხელის მიერ. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა.

 

 

 

 

სასტუმროები