წუნდა ჯავახეთის ძველი პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი იყო. ამჯამად ამ ადგილს ეწოდება სოფ. ნაქალაქევი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. წუნდის ეკლესია მცირე კლდეზე აღმართული, სუფთად გათლილი სწორი კვადრებით ნაგები XII-XIII სს-ის დარბაზული ეკლესიაა. ტაძარი მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. ტაძრის არქიტექტურა ორიგინალურადაა გადაწყვეტილი. გალავნით შემოსაზვრულ შიდა ეზოში შესვლა მხოლოდ ტაძრიდან არის შესაძლებელი.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი