Samtskhe-Javakheti | Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთი
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთი


ვანი

 

ვანი – ანტიკური ხანის ძველი კოლხეთის უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ქალაქის საფუძვლად იქცა გარშემო არსებული მრავალრიცხოვანი მცირე დასახლებები. ანტიკური ვანის ისტორიაში 2 პერიოდი გამოიყოფა: ძვ. წ. VI-IVდა III-I საუკუნეები - პირველ ეტაპზე ვანი კოლხეთის სამეფოს ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრი და მმართველი ფენის რეზიდენცია იყო.

მეორე პერიოდში ვანი დიდი სატაძრო ცენტრია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა გალავნის კედელი, მრგვალი ტაძარი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი, საკულტო-რიტუალური დანიშნულების ქანდაკებები, ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძვ. წ. I საუკუნეში ანტიკურმა ქალაქმა არსებობა შეწყვიტა.

 

 

 

 

სასტუმროები