სამცხე-ჯავახეთი
ვარძიის კომპლექსი
ვარძიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში,მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა - მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები
სამცხე-ჯავახეთის მუზეუმები