Samtskhe-Javakheti | Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთი
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთი


აწყურის ციხე

 

აწყურის ციხე — ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კმ. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა. ამჟამად აწყურის ციხე დანგრევის პირასაა.

 

 

 

 

სასტუმროები