Samtskhe-Javakheti | Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთი
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთი


რაბათის ციხე

 

რაბათის ციხე (ტოლერანტობის სიმბოლო) - რაბათის ციხე სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. ახალციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება, თუმცა ადამიანის არსებობა აქ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ქალაქი მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირასაა გაშენებული. ახალციხის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რაბათის ციხესთან.

მდებარეობის გამო,რაბათის ციხე მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. IX-X სს-ში ციხე დაინგრა.მისი ფრაგმენტები, სავარაუდოდ, მხოლოდ ციტადელის კოშკზეა შემორჩენილი. XII საუკუნეში ათაბაგებმა ჯაყელების საგვარეულო ციხე ახლიდან ააშენეს და ამ დროიდან ჩნდება ტერმინი "ახალციხეც". XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე ქალაქი ჯაყელთა რეზიდენციად იქცა და მთელი სამცხე-საათაბაგოს ცენტრს წარმოადგენდა.

 

 

 

 

სასტუმროები