Svaneti | Сванети | სვანეთი
Slogan

 

 

სვანეთი


უშგული

 

უშგული ზემო სვანეთის განაპირა მხარეა, რომელშიც რამდენიმე სოფელია გაერთიანებული. იგი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთებზე, მდინარე წანერის ხეობაში მდებარეობს. უშგული ქვაბულისებურ, კარგად დაცულ ხეობაში მდებარეობს. მისი მიდამოების რელიეფში გამოხატულია როგორც მდინარისპირა ჭალები და ტერასები, ისე დამრეცი და ციცაბო ფერდობები. უშგულში შემორჩენილია XII საუკუნის ციხესიმაგრის ფრაგმენტები, რამდენიმე ეკლესია, სამ ათეულზე მეტი უძველესი ციხე-სახლი და საკულტო ნაგებობა. ციხე-სახლების გარკვეული ნაწილი უძველესი, IX-X საუკუნეების ძეგლია. უშგული იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული.

 

 

 

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია