Hotel Penthouse
Slogan

სასტუმრო პენტჰაუსი


   სასტუმროს აღწერა Penthouse

მისამართი:მეტეხის ქ. №12

სასტუმრო "პენტჰაუსი" მდებარეობს თბილისის ძველ და კოლორიტულ უბანში – ავლაბარში. სასტუმროში 30 ნომერია,მათ შორის: 2 ლუქსი, 2 ნახევრად ლუქსი და დანარჩენი 1 და 2 ადგილიანი ნომრები. ოთახები მოწყობილია კომფორტული და თანამედროვე ავეჯით. თითქმის ყველა ნომერს აქვს აივანი ულამაზესი ხედით ნარიყალაზე და ძველი თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე. მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შეგიქმნით ბარი და რესტორანი ტერასით საიდანაც იშლება ძველი და ახალი თბილისის საუკეთესო ხედები და პანორამა. სასტუმრო უზრუნველყოფილია გათბობით, კონდიცირებით, მაღალი ხარისხის ინტერნეტით, ხანძარ საწინააღმდეგო უსაფრთხოებით, დაცვით,ინდივიდუალური სეიფებით, ფენებით, მინი–ბარებით და სატელიტური ტელევიზიის არხების უდიდესი არჩევანით.

სასტუმროს შეკვეთა

ოთახის ტიპები
ერთადგილიანი ოთახი
ორადგილიანი ოთახი (განიერი საწოლით)
ორადგილიანი ოთახი (განცალკევებული საწოლებით)
ლუქსი