თუშეთი
დართლო
დართლო - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი თუშეთის რეგიონში, მდებარეობს 2000 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, პირიქითა ქედის სამხრეთ კალთაზე. სოფელში შემონახულია ციხე-სიმაგრეები, კოშკები და ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები. დართლოს ერთ-ერთ კოშკს ხშირად ესხმებოდნენ მტრები. ეს კოშკი იყო ექვს სართულიანი. პირველ სართულზე ჰყავდათ პატიმრები, მეორედან მეხუთე სართულის ჩათვლით - ქალები და ბავშვები, ხოლო მე-6 სართული კი გამოყენებულ იქნა ჯარისკაცებით ბრძოლის დროს. დართლოს შესასვლელში აგებულია ეკლესია (XIX საუკუნე), რომელიც რუსებს აუგიათ პირდაპირ სალოცავზე. ადგილობრივებს ეკლესია დაუნგრევიათ. ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია