თბილისის მუზეუმები
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების
სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი:სამღებროს ქ. 6 (ნარიყალას ციხის ასახვევთან)
ტელეფონი:245 77 21, 245 77 20
ვიზიტის დრო:11.00 - 18.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1984 წელი
ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ქართული და ამიერკავკასიის რეგიონში გავრცელებული აუთენტური მუსიკალური საკრავები, მუსიკალური საკრავები, ევროპული, მექანიკური და კლასიკური მუსიკალური საკრავები, არღნების კოლექცია, ასევე ქართული ხალხური მუსიკის ხელნაწერი სანოტო მასალები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ფონო-ფოტო მასალა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XX ს-ის დასაწყისში გრამფირფიტაზე ჩაწერილი ქართული ხალხური და აღმოსავლური სიმღერები.