Zakaria Paliashvili House Museum | Дом-музей Захария Палиашвили | თბილისის მუზეუმები
Slogan
თბილისიდღესხვალ
 ამინდი
 დღე 26 27
 ღამე12 12
ვალუტის კონვერტორი
GEO 1 GEL = 1 ლარი
USD 1 USD = 2.7283 ლარი
EUR 1 EUR = 3.1553 ლარი
RUS 100 RUB = 3.4711 ლარი
UAH 10 UAH = 0.6569 ლარი
GBP 1 GBP = 3.6982 ლარი
AZN 1 AZN = 1.6049 ლარი
AMD 1000 AMD = 7.1112 ლარი
KZT 100 KZT = 0.5259 ლარი
TRY 1 TRY = 0.0692 ლარი




 

 

თბილისის მუზეუმები


ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

მისამართი:დ. ბაქრაძის ქ. 10
ტელეფონი:299 81 16
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (კვირა-სამშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1959 წელი

 

გამოჩენილი კომპოზიტორის, ქართული საოპერო ხელოვნების ფუძემდებლის და ფოლკლორისტის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 1962 წელს გაიხსნა. დიდი მაესტროს ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი უმდიდრესი მასალა საოცარი სიფაქიზითაა შერჩეული. კომპოზიტორის პირადი და საოჯახო ნივთები, როიალი, "აბესალომ და ეთერისთვის", "დაისისთვის", "ლატავრასთვის" შექმნილი ესკიზები იქცევენ ყურადღებას. აქვეა წარმოდგენილი ამავე ოპერების პარტიტურები, კომპოზიტორის ფრაკი აბესალომისა და ეთერის სასცენო კოსტუმები. თვალს ხვდება ფალიაშვილის მიერ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას შეგროვილი ხალხური ინსტრუმენტების უნიკალური კოლექცია და ამავე ინსტრუმენტების ხეში შესრულებული მცირე ზომის ასლები.

მუზეუმში ხშირად იმართება სალონური ტიპის მუსიკის საღამოები. აქ იკრიბებიან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მუსიკოსები და მუსიკათმცოდნეები, რომელთაც პრემია ოთხ წელიწადში ერთხელ ამავე მუზეუმში საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები

 

 

 

 

 

 

TOP.GE