Hotel Borjomi Palace
Slogan

ბორჯომი


სასტუმრო ბორჯომი პალასი


   სასტუმროს აღწერა

მთიანი კურორტის სასტუმრო სანატორიუმი "ბორჯომი პალასი" გთავაზობთ თქვენზე მორგებულ გარემოს. ულამაზესი ბორჯომის ხედებით დაკომპლექტებული ოთახები თქვენს გუნებას სიხალისეს და სილაღეს შემატებს. მდიდრულ და ამასთანავე უბრალო ოთახებში განთავსებულია საერთაშორისო სატელევიზიო არხები, ტელეფონი, უკაბელო ინტერნეტი, მინი ბარი, სეიფი. ბოლო სართულზე მოქმედებს ღია კაფე "Tower"-ი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, ისიამოვნოთ მაღალი მთის სუფთა ჰაერით და თავი იგრძნოთ კომფორტულად. სასტუმროში ასევე არის ბარ-რესტორანი ქართული და ევროპული კულინარიით, "ქართული ღვინის სახლი", ბილიარდი და ფიტნეს ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრის მოსახურება: შიდა აუზი, საუნა, ჯაკუზი, ჰამამი.

უახლესი დანადგარების და გამოცდილი ექიმების ქვეშ საშუალება გეძლევათ ჩაიტაროთ შემდეგი სამედიცინო მომსახურება:

  • გასტროენტეროლოგია - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამორეცხვა
  • სიფონური გამორეცხვა
  • კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზები
  • სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟი - სპა
  • პარაფინის და ელექტრო ტალახის აპლიკაციები
  • სპა კაფსულა - ქრომო და არომა თერაპია, ორთქლის აბაზანა, ჯაკუზი
  • ულტრასონოგრაფია
  • ფიზიოთერაპია
  • კარდიოლოგია
  • გინეკოლოგია
  • უროლოგია

სასტუმრო "ბორჯომი პალასი" დამატებით გთავაზობთ უფასო უკაბელო ინტერნეტს, საპარკინგო ადგილს და შიდა ეზოს.