Regions of Georgia | Регионы Грузии | საქართველოს რეგიონები
Slogan
-

 

  • რეგიონები
  • აჭარა
  • გურია
  • იმერეთი
  • კახეთი
  • ქვემო ქართლი
  • სამეგრელო
  • მცხეთა-მთიანეთი
  • რაჭა
  • სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • შიდა ქართლი
  • თუშეთი

აჭარა


აჭარა ესაზღვრება სამხრეთით - თურქეთს, ჩრდილოეთით - გურიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სამცხე-ჯავახეთს, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით - შავ ზღვას. იმის გამო, რომ ზომიერი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია ამ რეგიონში, აჭარა ყოველთვის არის მიმზიდველი წლის ნებისმიერ დროს ტურისტებისთვის.

აჭარის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ბათუმის დელფინარიუმი
  • "სიყვარულის" ქანდაკება
  • გონიოს ციხე
  • პეტრას ციხე
  • ბოტანიკური ბაღი
სრულად >>

გურია


გურია ესაზღვრება ჩრდილოეთით - სამეგრელოს, აღმოსავლეთით - იმერეთს, სამხრეთით - სამცხე-ჯავახეთს, სამხრეთით - აჭარას, ხოლო დასავლეთით შავ ზღვას. იგი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციულ ნაწილად: ლანჩხუთი, ოზურგეთი და ჩოხატაური. ადმინისტრაციული ცენტრია - ოზურგეთი.

გურიის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
  • ერკეთის ეკლესია
  • ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
  • ჯიხეთის დედათა მონასტერი
  • შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
სრულად >>

იმერეთი


იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი შემოსაზღვრულია ჩრდილოეთიდან ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით. იმერეთი ორ ნაწილად იყოფა - ზემო და ქვემო იმერეთი. იმერეთის რეგიონი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია, საჩხერე, ჭიათურა, ხონი, ვანი, ბაღდათი, წყალტუბო, ვარციხე, ხარაგაული, შორაპანი, კულაში, თერჯოლა, ტყიბული.

იმერეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ბაგრატის ტაძარი
  • გელათის სამონასტრო კომპლექსი
  • ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტერი
  • კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
  • კაცხის სვეტი
  • მოწამეთის ეკლესია
  • სათაფლია
  • "პრომეთეს" მღვიმე (ყუმისთავის მღვიმე)
  • უბისი
სრულად >>

 

კახეთი


კახეთი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონს წარმოადგენს. მას ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აზერბაიჯანი.

კახეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

სრულად >>

ქვემო ქართლი


ქვემო ქართლი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი ესაზღვრება თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებს. იგი მდინარე მტკვრის დინების ქვემო, მარჯვენა მხარეს არის გადაჭიმული. სწორედ ამგვარი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეწოდა მას ქვემო ქართლი. იგი შვიდი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: რუსთავი, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა.

 

ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ალგეთის ეროვნული პარკი
  • ბეთანია
  • ბოლნისის სიონის ტაძარი
  • წუღრუღაშენის ტაძარი
  • დმანისი
  • მანგლისის სიონი
  • მარტყოფის ღვთაება
  • ქვეშის ციხე
  • ტანძია
სრულად >>

სამეგრელო


სამეგრელო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. მისი დედაქალაქია ზუგდიდი.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.

სამეგრელოს მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • დადიანების სასახლე
  • ნოქალაქევი
  • მარტვილთა (წამებულთა) ეკლესია
სრულად >>

მცხეთა-მთიანეთი


მცხეთა-მთიანეთი ესაზღვრება ჩრდილოეთით - რუსეთს, სამხრეთით - შიდა ქართლს და კახეთს. მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა.

მცხეთა-მთიანეთის მნიშვნელოვანი
ღირშესანიშნაობები:

  • ანანურის კომპლექსი
  • ვეძა
  • გერგეთის სამება
  • ჯვრის მონასტერი
  • ლომისის წმ. გიორგის ეკლესია
  • მუცო
  • სამთავრო
  • შატილი
  • შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი
  • სვეტიცხოველი
სრულად >>

რაჭა


რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.

რაჭის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ბარაკონი
  • ნიკორწმინდა
სრულად >>

სვანეთი


სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში.

სვანეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • უშგული
სრულად >>

სამცხე-ჯავახეთი


სამცხე-ჯავახეთი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გურიას და იმერეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთ - ქართლს, სამხრეთით - სომხეთს და თურქეთს და დასავლეთით კი - აჭარას. ახალციხე არის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • აწყურის ციხე
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  • ჭულევის მონასტერი
  • ხერთვისი
  • მწვანე მონასტერი
  • ოქროს ციხე
  • რაბათის ციხე
  • საფარა
  • სლესას ციხე
  • ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის
    მონასტერი
  • თმოგვის ციხე
  • წუნდა
  • ვანის ქვაბები
  • ვარძიის კომპლექსი
  • ზარზმა
სრულად >>

შიდა ქართლი


შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით.

შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

  • ატენის სიონი
  • გორის ციხე-სიმაგრე
  • იკორთის ტაძარი
  • ქვათახევის მონასტერი
  • ყინწვისის მონასტერი
  • რკონის სამონასტრო კომპლექსი
  • სამთავისი
  • უფლისციხე
  • ურბნისის საკათედრო ტაძარი
სრულად >>

თუშეთი


თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ჩრდილოეთ საქართველოში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციასთან არსებულ სასაზღვრო ზოლში. იგი შედგება სამი კატეგორიის დაცული ტერიტორიისგან - სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი.

თუშეთი გამოირჩევა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების, ხალხური რეწვის, ტრადიციებისა და ეთნიკური კულტურის, სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით მეცხოველეობის) სპეციფიკითა და განუმეორებლობით.

თუშეთში გავრცელებულია შემდეგი ენდემური სახეობები: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, დათვისთხილა, შროშანი, თუშური ასკილი, შავი ანუ რადეს არყი, ღვინა, ფურისულა და სხვა.

თუშეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:

სრულად >>

 

TOP.GE