ნეკრესი გახლავთ უძველესი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აღმართულია მწვანედ შემოსილ მთაზე სოფელ - ყვარლის შორიახლოს. ამ ადგილიდან თვალწინ შთამბეჭდავი ალაზნის ველის ხედი იშლება. არქიტექტურული კომპლექსი თავისი სხვადასხვა საუკუნეში აგებული ეკლესიებით (IV, VII, VIII-IX სს.), პატარა სამლოცველოებით, საეპისკოპოსო სასახლით და სხვა საინტერესო ნაგებობებით წარმოადგენს შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და კულტურის თვალსაჩინო ფენომენალურ მოვლენას. ასურელი მამა - წმ. აბიბოს ნეკრესელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აქ VI ს-ში.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი