კახეთის მუზეუმები
რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი
მისამართი:ახმეტა, სოფ. ქისტაური
ტელეფონი:(+ 995 577) 95 01 53
ვიზიტის დრო:ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1951
მუზეუმი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს აშენებულ პოეტის მამის საცხოვრებელ სახლში. მუზეუმში დაცულია ქართველი პოეტის, დრამატურგისა და პუბლიცისტის რაფიელ ერისთავის (1824-1901 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მასალა: სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, უნიკალური ფოტოალბომი, მემორიალური საყოფაცხოვრებო ნივთები: საწერი მაგიდა, კლავესინი, ხალიჩები, სკივრი, ჭურჭელი, ქართველ კლასიკოსთა ფერწერული ტილოები და სხ.