Akhmeta Local Museum| Музеи Кахети | კახეთის მუზეუმები
Slogan

 

 

კახეთის მუზეუმები


ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მისამართი:ახმეტა. სოფ. ქვემო ალვანი
ტელეფონი:(+995 577) 95 01 53
ვიზიტის დრო:ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1978

 

მუზეუმში დაცულია კახეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით), აღმ. საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო რეგიონის - თუშეთის ყოფისათვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ძირითადად XIX-XX ს.ს.-ის დასაწყისის ხალიჩა-ფარდაგები, თუშური სამოსელისა და აქსესუარების ნიმუშები. შენობის უქონლობის გამო, ამჟამად მუზეუმის ფონდები გადანაწილებულია სოფლებში არსებულ შემდეგ მუზეუმებში: სოფ. ომალოში (კესელოს ციხეები. ეთნოგრაფიული მუზეუმი), სოფ. ყვარელწყალში (ჯარისკაცის სახლი), სოფ. ზემო ალვანში (მეცხვარის მუზეუმი), სოფ. ქვემო ალვანში (ისტორიული მუზეუმი) და სოფ. მაღრანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიასა და ალავერდში.

 

 

 

 

 

 

კახეთის მუზეუმები