Museums of Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti| Музеи Рача-Лечхуми и Квемо-Сванети | რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

რაჭა-ლეჩხუმის
და ქვემო
სვანეთის მუზეუმები


ვარლამ მახარობლიძის სახელობის
ცაგერის ისტორიული მუზეუმი

მისამართი:ცაგერი, რუსთაველის ქ. 59
ტელეფონი:(+995 472) 2 22 57, (+995 599) 93 31 24
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1937

 

მუზეუმში დაცულია ქვემო სვანეთსა და ლეჩხუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც ძირითადად მოიცავს ადრეულ და გვიანი ბრინჯაოს ხანას, ანტიკურ პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს მხედარი, ბრინჯაოს განძი, აღმოსავლური და კოლხური ბრინჯაოს სტილიზებული ცულები, კავკასიური სიკილი, ხეთური ლაგამი, ქვის ხანის იარაღები: ცულ-წერაქვი, ისრისპირები, სახნისი, დანები; ნუმიზმატიკის ნიმუშები (ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, ლიზიმაქეს ოქროს სტატერი, კეისრების ოქტავიანესა და ადრიანეს მონეტები, არაბული და თურქული მონეტები და სხვ.), XVII-XIX სს-ის საეკლესიო ნივთები, იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემები, დ. ერმაკოვისა და ალ. როინიშვილის უნიკალური ფოტომასალა ლეჩხუმზე.