Tbilisi - capital of Georgia | Тбилиси - столица Грузии | თბილისი - საქართველოს დედაქალაქი
Slogan

თბილისი


თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია მეფე ვახტაგ გორგასალთან (გორგასალი - "მგლის თავიანი", 452-502). ლეგენდის თანახმად, მეფე ნადირობდა ამ ადგილებში, მისი შევარდენი აფრინდა და დაიჭირა ხოხობი, ხოლო შემდეგ კი ორივე გაუჩინარდა მხედველობის არიდან. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, მონადირეებმა შევარდენი და მისი მსხვერპლი წყაროში მოხარშულები იპოვეს, რადგანაც წყარო ბუნებრივად ცხელი იყო. მას შემდეგ რაც ამ სანახაობით გაოცებულმა მეფემ დაათვალიერა ეს თვალწარმტაცი მიდამოები, ბრძანა, რომ აქ ქალაქი გაეშენებინათ, რომელსაც შემდეგ თბილის ეწოდა -სიტყვა თბილი-დან. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა, რეალურად კი პატარა დასახლება ცხელი წყაროების მიდამოებში, კერძოდ, თანამედროვე ქალაქის სამხრეთ ნაწილში უკვე ჩვენს ერამდე 1300 წლის წინ არსებობდა. ეს ადგილი დასახლებული იყო ქართველი ტომებით - ქართლელები (იბერები). ქვეყნის სახელწოდება - "საქართველო" სწორედ აქედან გამომდინარეობს.

თბილისი – მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ქვეყნის უდიდესი ქალაქი, ყოველთვის იყო საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, იგი თითქმის 1500 წელია რაც ქვეყნის დედაქალაქია.

უამრავი რამის თქმა შეიძლება თბილისზე, მაგრამ უკეთესია ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ და დატკბეთ საქართველოს შთამბეჭდავი სილამაზით.

თბილისის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები:


სამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი

სამების საკათედრო ტაძარი - ქართველი ერის სულიერი ერთობისა და ჭეშმარიტი რწმენის სიმბოლო - წარმოადგენს კომპლექსის მთავარ ნაწილს, რომელიც აშენდა 1995-2004 წწ.-ში თბილისის უძველეს უბანში, ავლაბარში. იგი გახლავთ ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. სამების ტაძარი არის უდიდესი ეკლესია მთელს საქართველოში და უდიდესი რელიგიური ნაგებობა მთელს კავკასიაში.

სრულად

 

 

 

 


მეტეხი
მეტეხი

მეტეხი – ეს არის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს. ის აიგო XIII საუკუნეში და დღესაც თბილისის მხატვრულ-არქიტექტურულ აქცენტს წარმოადგენს. ეკლესია აღმართულია მდინარე მტკვრის მაღალ პლატოზე და მის გვერდზე მდებარეობს XX საუკუნის ქმნილება -მეფე ვახტანგ გორგასალის ძეგლი.

სრულად

 

 

 

 


აბანოთუბანი
აბანოთუბანი

აბანოთუბანი - ეს არის ადგილი, სადაც ლეგენდა გოგირდოვან ცხელ წყაროებზე მტკიცდება. ეს ადგილი უკვე წლებია თბილისის ეგზოტიკურ ადგილადაა მიჩნეული. თბილისის აბანოები ნათელი მაგალითია XVII-XVIIIსს. აღმოსავლური არქიტექტურის.

სრულად

 

 

 

 


ნარიყალა
ნარიყალა

ნარიყალა – უძველესი ციხე აგებულია IVს-ში. ის არის ქალაქის განუყოფელი ნაწილი და წარმოადგენს უძველეს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც ამაყად გადმოყურებს ქალაქს.

სრულად

 

 

 

 


ანჩისხატი
ანჩისხატი

ანჩისხატი – VI საუკუნის ბაზილიკა იყო ღვთისმშობლის სახელობის, მაგრამ მოგვიანებით XVII საუკუნეში მას ეწოდა ანჩისხატი, რადგანაც ანჩისხატის ხატი დააბრძანეს ამ ტაძარში. უნიკალური ხატი შეიქმნა VIს-ში, რომლის ნახვაც დღეს შეიძლება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

სრულად

 

 

 

 


სიონი
სიონი

სიონი – ყოფილი საკათედრო ტაძარი, ღვთისმშობლის სახელობის აიგო VI-VIIსს-ში თბილისის ძველ და ცენტრალურ ნაწილში. იგი ბევრჯერ იქნა განადგურებული მტრების მიერ და არაერთხელ აღდგენილი შემდგომ. დღესდღეისობით არსებული გუმბათოვანი ტაძარი ეს არის ტიპიური ნიმუში XII-XIIIსს. ქართული არქიტექტურის.

სრულად

 

 

 

 


ქაშუეთი
ქაშუეთი

ქაშუეთი – ეს არის გუმბათოვანი ტაძარი აგებული XXს. დასაწყისში რუსთაველის გამზირზე. ეს არის ერთადერთი მაგალითი საქართველოს არქიტექტურის ისტორიაში, როდესაც ერთი კონსტრუქცია ზუსტად იმეორებს სხვა ეკლესიის დეკორსა და მონუმენტურ ფორმებს, კერძოდ ეკლესია ,,სამთავისი"-ს, რომელიც აიგო მანამდე XIს. ქაშუეთი მოხატა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა - ლადო გუდიაშვილმა.

სრულად

 

 

 

 


მთაწმინდა
მთაწმინდა

მთაწმინდა – ეს გახლავთ ქართველ პოეტთა და საზოგადო მოღვაწეთა განსასვენებელი. ამ ადგილს მთაწმინდა X ს-ში ეწოდა.

სრულად

 

 

 

 


შარდენის ქუჩა
შარდენის ქუჩა

შარდენის ქუჩა - თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩა. ეს სახელწოდება მას დაერქვა ევროპელი მოგზაურის შარდენის საპატივსაცემოთ. ქუჩა ცნობილია ტიხრული მინანქრის გალერეებითა და სახელოსნოებით. შარდენის ქუჩა განსაკუთრებულ ელფერს მატებს ძველ ქალაქს.

სრულად

 

 

 

 


ბომბორას პარკი
ბომბორას პარკი

ბომბორას პარკი – XXI ს.-ში გაიხსნა. ეს გახლავთ ბავშვების და არა მარტო ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილი, სადაც თქვენ დაგხვდებათ უამრავი, თანამედროვე ატრაქციონი და კაფე-რესტორნების ფართო არჩევანი. აქ დროს, მართლაც რომ ხალისიანად გაატარებთ.

სრულად