Отдых на море | Sea tour | დასვენება ზღვაზე
Slogan
სასტუმროები

 

  • ბათუმი
  • ურეკი
  • გრიგოლეთი
  • ქობულეთი
  • ანაკლია
  • მწვანე კონცხი
  • ჩაქვი
  • გონიო
  • კვარიათი
  • სარფი

 

ბათუმი


ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია. მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საზღვაო ტრანსპორტის განვითარების წინა პირობა გახდა. ამჟამად იგი საქართველოს საზღვაო ჭიშკრად ითვლება. ბათუმის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იგი ყველაზე თბილი ადგილია საქართველოში.

ბათუმი

ალი და ნინო

დელფინარიუმი

მოცეკვავე შადრევანი

 

 

 

 

ურეკი


ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ურეკის ჰავა ნესტიანი სუბტროპიკულია. სანაპირო გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით, რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.

 

 

გრიგოლეთი


გრიგოლეთი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში, იქ, სადაც ძველი ლეგენდის მიხედვით, ესვენა ოქროს საწმისი და ცხოვრობდა მშვენიერი მედეა. საპორტო ქალაქ ფოთიდან 10 კმ დაშორებით. დასავლეთიდან კურორტს ზურმუხტისფერი ზღვა, აღმოსავლეთიდან კი მთის რელიეფი ამშვენებს.

გრიგოლეთის ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი კი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი.

გრიგოლეთის ფიზიკურ–გეოგრაფიული მდებარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილი შავი ზღვის სიახლოვე, განაპირობებს ამ რაიონში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის არსებობას.

 

 

ქობულეთი


ქობულეთი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ. ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია.

 

 

ანაკლია


ანაკლია ერთ-ერთი უძველესი მეთევზეთა სოფელი და ნავსაყუდელიც ყოფილა საქართველოს შავიზღვისპირეთში. ეს ნავსადგური გაშენებული იყო შავი ზღვისა და ენგურის შესართავთან.

ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – "რა ხდებაო" "ანა რკიანს"-ო (მეგრ. ანა კივისო) იყო პასუხი. ამიტომ ამ ლეგენდით ამ ადგილას "ანარკია" (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ამდაგვარი შემთხვევები. დღეს კი – "ანაკლია" ეწოდება.

 

ანაკლია

 

 

მწვანე კონცხი


მწვანე კონცხი არის საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი ზღვისპირა კურორტი, რომელიც მდებარეობს ბათუმიდან 9 კმ დაშორებით. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა.

მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზე არის გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს.

მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

 

 

ჩაქვი


კურორტი ჩაქვი მდებარეობს აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ორ ცნობილ კურორტთან ახლოს - მწვანე კონცხი და ციხისძირი. ისტორიულად, ჩაქვი არის ქართული ჩაის სამშობლო. სწორედ აქ შემოიტანა და გააშენა პირველად ჩაი ჩინელმა მეცნიერმა ლაო ჯინ ჯაომ. ჩაქვში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დიდი ჩაის პლანტაციები, რომლებიც იკავებენ საკმაოდ დიდ ტერიტორიას.

2005 წლიდან აქ ფუნქციონირებს თანამედროვე საავტომობილო გვირაბი, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა ბათუმამდე გადაადგილების დრო და მანძილი.

 

 

გონიო


გონიო მდებარეობს ბათუმიდან 12 კმ დაშორებით. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა.

 

გონიო, კვარიათი, სარფი

 

 

კვარიათი


კვარიათი მდებარეობს ბათუმიდან 15 კმ დაშორებით. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა.

 

გონიო, კვარიათი, სარფი

 

 

სარფი


სარფი მდებარეობს ბათუმიდან 15 კმ დაშორებით. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა.

 

გონიო, კვარიათი, სარფი