საქართველოს შესახებ
საქართველო მდებარეობს კავკასიაში, შავ და კასპიის ზღვებს, რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მისი ფართობი 70 ათას კვადრატულ კილომეტრს აღწევს. ქვეყნის ტერიტორიის ფორმირება 600 მილიონ წელს ითვლის.
საქართველო უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა. ისტორიული ჩანაწერები საქართველოზე 4 ათას წელს ითვლის. ქვეყანას უნიკალური, ქართული დამწერლობა გააჩნია, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში შემოიღეს; ქართული ენა დამოუკიდებელ ენობრივ ჯგუფსაც ქმნის. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოაცხადეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ბუნების ასეულობით ისეთი ძეგლია, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. მათ შორისაა დინოზავრის ნაკვალები, უზარმაზარი და დიდი სიღრმის მქონე მღვიმეები, ღრმა და ენდემური სახეობებით გამორჩეული კანიონები, დიდი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე მდინარეები, გაუვალი ტყეები და სხვ. ბუნების სხვადასხვაგვარი ძეგლები მცირე ფართობზეა თავმოყრილი, რაც ზრდის ბუნების რეკრეაციულ დანიშნულებას. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზეა წარმოდგენილი.
სახელწოდება:საქართველო
დედაქალაქი:თბილისი
ფართობი:69 700 კვადრატული კილომეტრი
რელიგიები:მართლმადიდებლური ქრისტიანობა
სახელმწიფო წყობა:რესპუბლიკა
სახელმწიფო ენა:ქართული
ეროვნული ვალუტა:1 ლარი (GEL) = 100 თეთრი
მხარეები
საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს სახელმწიფო დროშა (14 იანვარი, 2004 წელი) — არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი.
საქართველოს სახელმწიფო გერბი
საქართველოს სახელმწიფო გერბი (დიდი) (1 ოქტომბერი, 2004) — წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
საქართველოს სახელმწიფო გერბი (მცირე) (1 ოქტომბერი, 2004) — წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის (21 მაისი, 2004 წელი) მუსიკა შეიქმნა, ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: „აბესალომ და ეთერის“ და „დაისის“ მიხედვით, კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის მიერ. ტექსტში გამოყენებულია ნაწყვეტები ქართველი კლასიკოსების: აკაკი წერეთელის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!
ქართული ანბაბი
ა |
ან |
მ |
მან |
ღ |
ღან |
ბ |
ბან |
ნ |
ნარ |
ყ |
ყარ |
გ |
გან |
ო |
ონ |
შ |
შინ |
დ |
დონ |
პ |
პარ |
ჩ |
ჩინ |
ე |
ენ |
ჟ |
ჟან |
ც |
ცან |
ვ |
ვინ |
რ |
რაე |
ძ |
ძილ |
ზ |
ზენ |
ს |
სან |
წ |
წილ |
თ |
თან |
ტ |
ტარ |
ჭ |
ჭარ |
ი |
ინ |
უ |
უნ |
ხ |
ხან |
კ |
კან |
ფ |
ფარ |
ჯ |
ჯან |
ლ |
ლას |
ქ |
ქან |
ჰ |
ჰაე |