Guria | Гурия | გურია
Slogan

 

 

გურია


ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

 

ლიხაურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელი ლიხაური მდებარეობს ოზურგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, აჭარა-გურიის მთების ერთ-ერთ კალთაზე. ლიხაური ისტორიული სოფელია. საყურადღებოა მისი პატარა, მაგრამ ძველისძველი, 1552 წ. კახაბერ გურიელის მიერ აშენებული ეკლესია, წამომართული მაღლობზე, სოფლის შუაგულ ალაგას. ეკლესიას დასავლეთით მოდგმული აქვს ასევე პატარა სამრეკლო, რომელიც აშენებულია გურიის მთავრის, გიორგი გურიელისა და მისი მეუღლის, ელენეს დროს, 1442 წელს. როგორც ამ სამრეკლოს ხუცური წარწერებიდან ჩანს, ლიხაურს ძველად რეხეული რქმევია.