Imereti | Имерети | იმერეთი
Slogan

 

 

იმერეთი


ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტერი

 

ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტერი (XIII საუკუნი) მდებარეობს ჭიათურის აღმოსავლეთით, მდინარე ყვირილას მარჯვენა ნაპირთან აღმართული კლდის მღვიმეში. ამ კლდეს ბილიკი ასდევს, რომელიც მონასტრის ეზოს გადაჰკვეთს და კლდეშია გაჭრილი ჰორიზონტალურად. ეს ბილიკი მთავარ გამოქვაბულთან წყდება, რომლის შესავალში აშენებულია დიდი და პატარა ეკლესია, ხოლო წინათ იგი გრძელდებოდა დასავლეთით და სპეციალურ მისასვლელს წარმოადგენდა მწკრივად განლაგებულ გამოქვაბულამდე. ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები – ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე – რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი – რატი კახაბერიძე.

 

 

 

 

იმერეთის მღვმეები

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია

 

სასტუმროები

 

კურორტები