ბეთანია - ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ზე, მდ. ვერეს ხეობაში მდებარეობს. ბეთანია დაკარგულად ითვლებოდა და XIX ს-ში ხელახლა აღმოაჩინეს. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1196 წელს თამარ მეფის მამიდას რუსუდანს აუგია. დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებში მოინახულა მხატვარმა გრიგორი გაგარინმა გაასუფთავა და ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის ფრესკაც (გიორგი III, თამარი, გიორგი IV) გამოაჩინა. 1894-1896 წლებში მონასტერში კვლავ დამკვიდრდნენ ბერები. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია. ორნამენტირებულია აღმოსავლეთ ფასადი და სარკმლის საპირეები. ბეთანიაში წარმოდგენილია XII-XIII სს-ის ქართული ფრესკული მხატვრობის საუკეთესო ნიმუშები.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი