Kvemo Kartli | Квемо-Картли | ქვემო-ქართლი
Slogan

 

 

ქვემო ქართლი


მანგლისის სიონი

 

მანგლისის სიონი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი და ქრისტიანობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრია საქართველოში. მანგლისში პირველი ეკლესია აშენდა IV ს-ში, V ს-დან კი ის უკვე საეპისკოპოსო ცენტრია. ამჟამინდელი ტაძრის ძირეული ფენები VII ს-ით ტარიღდება. 1002 წ. ტაძარი განაახლეს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილი, კარიბჭეები და კედლების მოპირკეთება XI ს-ს მიეკუთვნება. იმ დროინდელია გუმბათის მოხატულობაც. 1852 წ. რუსულმა ხელისუფლებამ ტაძრის ინტერიერი შეათეთრა, რამაც ფრესკული მხატვრობა მთლიანად გაანადგურა. ამ პერიოდშია აგებული ტაძრის გალავანი და მასში ჩაშენებული სამრეკლო. მთავარი ტაძრის დეკორში შეინიშნება რუსული არქიტექტურის კვალი.