Kvemo Kartli | Квемо-Картли | ქვემო-ქართლი
Slogan

 

 

ქვემო ქართლი


ტანძია

 

ტანძია - ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.