გურიის მუზეუმები
გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი:ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ. 8
ტელეფონი:(+995 590) 880 118
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 18.00
დაარსების თარიღი:1998
მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც ასახავს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, უნიკალურ ფოტოებსა და გურიის ეთნოგრაფიული ყოფისათვის დამახასიათებელ არტეფაქტებს.
მუზეუმ-ნაკრძალის ტეირიტორიაზე მდებარეობს გურიანთა – ვაშნარის V-VIII საუკუნეების ნაქალაქარი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა VI საუკუნის II ნახევრის მონასტრის ნაშთები: საფორტიფიკაციო ნაგებობების (სავარაუდოდ, მონასტრის გალავნის), ბაზილიკისა და მარტირიუმის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა VI-VII სს. ბერძნულწარწერიანი ქვა, რომელიც ამჟამად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ინახება. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები: ადრეანტიკური და ელინისტური ხანის ნამოსახლარები, თიხის სარკოფაგები, ქვევრ-სამარხები და უძველესი აბანო.