კახეთის მუზეუმები
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
მისამართი:ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 2
ტელეფონი:(+995 352) 2 11 98, 2 05 11
ვიზიტის დრო:ყოველდღე, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1937
სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები, მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები სხვადასხვა ენაზე.