Museums of Mtskheta-Mtianeti | Музеи Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთის მუზეუმები
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთის
მუზეუმები


ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი

მისამართი:მცხეთის რაიონი, საგურამო
ტელეფონი:(+995) 555 269 997, (+995) 593 310 239
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 - 18.00
დაარსების თარიღი:1951

 

სახლ-მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახით. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 ს-ის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველი ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები ("ივერია", "საქართველოს მოამბე" და სხვ.), მე-19 ს-ის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს "ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში", ვერნეს "მაზეპა მგლების გარემოცვაში", უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო "შიში", ლადო გუდიაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები; XVIII-XIX ს.ს. გერმანული წარმოების დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.