თბილისის მუზეუმები
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური
მუზეუმი
მისამართი:ივანე ჯავახიშვილის ქ. 7
ტელეფონი:295 70 78, 295 72 68
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (კვირა-ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1957 წელი
ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი 1987 წელს ილიას დაბადების 150 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.
მუზეუმს იმ სახლის სამი სართული უკავია, სადაც მწერალი მეუღლესთან - ოლღა გურამიშვილთან და დასთან-ელისაბედ საგინაშვილთან ერთად 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე იყო განთავსებული გაზეთ "ივერიის" სტამბა.
მუზეუმის სტუმრებს საშუალება ეძლევათ თემატურად წარმოდგენილი ექსპოზიცია იხილონ: ილია და რუსეთი, ილია და ესპანეთი, ილია და აჭარა - თითოეულ დარბაზში ექსპონატები - საბუთები, ფოტოები, საგაზეთო ამონარიდები თემების მიხედვითაა წარმოდგენილი. ცნობილი პუბლიკაციები, ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების ფოტოები - კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ მის საფუძვლიანად დათვალიერებას მუზეუმში ერთხელ სტუმრობა ნამდვილად არ ეყოფა.
განსაკუთრებული მიმზიდველობით სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, სადაც ყოველ ხუთშაბათს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. სასადილო ოთახი კი სიმყუდროვით გამოირჩევა. მწერლის გემოვნებით მოწყობილ ოთახში ძველი ავეჯი, საოჯახო ნივთები თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებენ მას.