უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1988 წელს. აქ დაცული ყველა ექსპონატი მხატვრის მიერვეა შეგროვებული და აქვე ინახებოდა. სახლ-მუზეომში თავმოყრილია ფერწერის და გრაფიკის კოლექციები, აგრეთვე მემორიალური ნივთები.
სახლ-მუზეუმში დაცული კოლექციები მეტად მნიშვნელოვანია ქართული მხატვრობის განვითარების ისტორიის სრულყოფილი წარმოდგენისათვის. უჩა ჯაფარიძის შემოქმედება ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი