National Parks of Georgia | Национальный парк Мтирала
Slogan

ეროვნული პარკები


მტირალას ეროვნული პარკი

 

მტირალას ეროვნული პარკი ზღვის დონიდან 1831 მეტრზე მდებარეობს. იგი ყველაზე უხვნალექიანი ადგილია აღმოსავლეთ ევროპაში. დაცული ტერიტორია კოლხური მცენარეულობის არნახული სიმრავლითაა ცნობილი. ტყეებში დაკავებული ფართობით წიფლნარები, წაბლნარები და რცხილნარები გამოირჩევა. რელიექტებიდან აღსანიშნავია პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერის შქერი, უთხოვარი, კავკასიური ხურმა, ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი და სხვ. ტყეებში განვითარებულია მძლავრი ქვეტყე, სადაც დომინირებს რამდენიმე ტიპის ლიანა, კოლხური ბზა, ჭყორი და წყავი.

დაცული ტერიტორიის ფაუნა მდიდარია ფრინველებით, ძუძუმწოვრებით, თევზით, ქვეწარმავლებით და სხვ. მტაცებლებიდან გვხვდება დათვი, მგელი, ფოცხვერი, მელა, ჩია არწივი, ქორი, მიმინო, ზარნაშო, წყრომი, ჭოტი და სხვ.