Shida Kartli | Шида-Картли | შიდა-ქართლი
Slogan

 

 

შიდა ქართლი


ატენის სიონი

 

ატენის სიონი მდებარეობს ქ. გორიდან 12 კმ-ში, სოფელატენტან, მდინარე ტანის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას. ტაძარი VIII ს-ის ტეტრაკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ატენის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები.