თუშეთის დაცული ტერიტორიები მდებარეობს ჩრდილოეთ საქართველოში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთის ფედერაციასთან არსებულ სასაზღვრო ზოლში. იგი შედგება სამი კატეგორიის დაცული ტერიტორიისგან - სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშაფტი.
თუშეთი გამოირჩევა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების, ხალხური რეწვის, ტრადიციებისა და ეთნიკური კულტურის, სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით მეცხოველეობის) სპეციფიკითა და განუმეორებლობით.
თუშეთში გავრცელებულია შემდეგი ენდემური სახეობები: თუშური ტილჭირი, კოწახური, მაჩიტა, დათვისთხილა, შროშანი, თუშური ასკილი, შავი ანუ რადეს არყი, ღვინა, ფურისულა და სხვა.