ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული. ის საკმაოდ მაღალი გორაკის მწვერვალზეა აშენებული. იგი ჯუმათელ ეპისკოპოსთა მდიდარი და პატივდებული კათედრა იყო; ჰქონდა დიდძალი უძრავი ქონება და ძვირფასი ხატები. ვახუშტის ცნობით, "მთის მაღალსა თხემსა ზედა არს ეკლესია ჯუმათს, დიდი, გუმბათიანი, დიდშენი ... ზის ეპისკოპოზი, მწყემსი სუფსეის მდინარისა და რიონს შორისის ადგილთა".
საიტი: : betravel.ge
ელ-ფოსტა: contact@betravel.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი