ქვემო-ქართლის
მუზეუმები
კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმ-ნაკრძალი
მისამართი:წალკა, არისტოტელეს ქ. 19
ტელეფონი:(+995 590) 880 115
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1992
ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის.