Shida Kartli | Шида-Картли | შიდა-ქართლი
Slogan

 

 

შიდა ქართლი


ყინწვისის მონასტერი

 

ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში სოფელ ყინწვისიდან 3 კმ-ში, მდ. ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. სამონასტრო კომპლექსი შედგება: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების, გალავნის ნაშთისა და მასში ჩაშენებული ორსართულიანი კოშკი-სამრეკლოსგან. იგი დაარსებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე სამეფო კარის ბრძანებით. კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ. ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი.