მცხეთა-მთიანეთი
ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი - მცხეთა იყო ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრი (ძვ. წ. IV - ახ. წ. VI სს). VI ს-ის დასაწყისში, როდესაც დედაქალაქი თბილისში გადავიდა, მცხეთამ შეინარჩუნა ქართლის ეკლესიის, XI ს-დან კი სრულიად საქართველოს სასულიერო ცენტრის მნიშვნელობა. აქ 1811 წლამდე განლაგებული იყო საქართველოს ეკლესიის მეთაურის - კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია.
მცხეთის პირდაპირ მთაზე დგას ჯვრის მონასტერი, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდება დაკავშირებულია ხის მაღალ ჯვართან, რომელიც ამ ადგილზე მეფე მირიანმა აღმართა.
მცხეთა-მთიანეთის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია
მცხეტა-მთიანეთის მუზეუმები