Mtskheta-Mtianeti | Мцхета-Мтианети | მცხეთა-მთიანეთი
Slogan

 

 

მცხეთა-მთიანეთი


გერგეთის სამება

 

გერგეთის სამება სტეფანწმინდის რაიონში მდ. ჩხერის (მდ. თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ტაძარი ლანდშაფტთან შერწმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. იგი იმგვარადაა განლაგებული მაღალი მთის წვერზე, რომ თერგის ხეობიდან შთამბეჭდავად იკითხება. გერგეთის სამება ხევის პროვინციის უმთავრესი სალოცავი და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია. ტაძარი ნაგებია დამუშავებული ანდეზიტის კვადრებით. ტაძრის, ორსართულიანი სამრეკლოს ფასადები და გუმბათის ყელი მოჩუქურთმებულია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დაწესულია გერგეთის სამების დღესასწაული, ყოველი წლის 16 ივლისს. აქ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულიც (28 აგვისტო) დიდი ზეიმით აღინიშნება.

 

 

 

 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სია