Samtskhe-Javakheti | Самцхе-Джавахети | სამცხე-ჯავახეთი
Slogan

 

 

სამცხე-ჯავახეთი


ჭულევის მონასტერი

 

ჭულევის მონასტერი (XIV ს.) მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში (რეგიონული ცენტრი - ახალციხე), დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრში, ფერსათის მთების ძირში.

მონასტერს დასავლეთით ჩამოუდის პატარა მდინარე ჭულელა, რომელიც ფერსათის მთებიდან იღებს სათავეს. ჭულევის მონასტრის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები - ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.

სახელწოდება "ჭულევი" მომდინარეობს სიტყვიდან "ჭური", რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება ამ სახელს.

მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: "ჭულე". "ჭულევი" და "ჭულები". დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდებაა "ჭულევი".

 

 

 

 

სასტუმროები